
ბათუმში, არასრულწლოვნის ოჯახის წევრების გამოკითხვის შემდეგ, ბრალდების ადრესატი დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, 115- ე - თვითმკვლელობის მცდელობის მუხლით ცოტა ხნის წინ დააკავეს ქალი, რომლესაც 9 წლის გოგონას ოჯახის წევრები ბულინგსა და ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.
9 წლის მოზარდი დედასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. ოჯახის ინფორმაციით, ბულინგის ნიადაგზე არასრულწლოვანმა სუიციდი სცადა. ფაქტს ბრალდების ადრესატი უარყოფს.
საქმე ეხება ბათუმში, ბარათაშვილის 55 ნომერში მცხოვრებლებს.
5 ოჯახი საცხოვრებელ სახლზე დაობს. სახლში ქირით მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი კი აცხადებს, რომ ერთ- ერთი თანამესაკუთრე არასრულწლოვნებს გამუდმებით აყენებს შეურაცხყოფას, რის გამოც არაერთხელ მიმართეს სამართალდამცავებს რეაგირებისათვის.
ავტორი: თეა ვაშალომიძე