3 საათი შეიარაღებული თავდამსხმელის ტყვეობაში და დაუსრულებელი ნერვების ომი. საქართველოს ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები, რომლებიც საბედისწერო დღეს საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალში იმყოფებოდნენ, უმძიმეს წუთებს იხსენებენ.
ყველაზე სტრესული დღის შემდეგ, მთელი ღამის განმავლობაში სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლებული მძევლების გამოკითხვა მიმდინარეობდა პოლიციაში. თავად ლევან მელიქიშვილი წარუმატებელი ძარცვის შემდეგ თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება.
ავტორები: ია გულიაშვილი, ნათია ქოქოსაძე