ზუგდიდში, ტექნიკის მაღაზიიდან დინამიკი მოიპარეს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის ცენტრში, "ზუმერის" მაღაზიიდან დინამიკი მოიპარეს. როგორც კონსულტანტები ყვებიან, 
სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა ბიჭი მაღაზიაში შევიდა, დახლიდან დინამიკი აიღო, ჯერ ხელებში დამალა, შემდეგ კი ქურთუკში, რის შემდეგაც მაღაზიიდან გარეთ გავიდა. 

პირი, რომელმაც მაღაზიიდან ნივთი მოიპარა, დადგენილია და სავარაუდოდ, არასრულწლოვანია.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი