რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭი, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანია.
ცნობილი ხდება, რომ ის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 12 დღის წინ შეიყვანეს. ირკვევა, რომ სპორტსმენს COVID 19-მა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანდა და სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
მის გარდაცვალებას Facebook-ზე ეხმაურება თამუნა თანდაშვილი, რომელმაც კორონავირუსი 21-დღიანი ბრძოლის შემდეგ, სწორედ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაამარცხა.
54 არ არის ციფრი.. მათ შორის გულის გასაგლეჯი ბიჭია... მშვიდობით ვახო, ვერ გადავრაზეთ რეანიმაციის კარი. არ მაქვს სიტყვები, - წერს თამუნა თანდაშვილი.
იხილეთ ასევე: