დავბრუნდი და ეგრევე მახარეს, 22 სექტემბერს სასამართლო ჩაგინიშნეთო - ოქრუაშვილი

გამოქვეყნდა:

22 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი ჩაინიშნა. ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა Facebook-ზე დაწერა:

დავბრუნდი დასვენებულ, დაზაგრულ, ნადიეტარი და ეგრევე მახარეს 22 სექტემბერს სასამართლო ჩაგინიშნეთო. ერთი ორი დღე აკლიმატიზაციის გავლა მაინც გეცლიათ "თქვეჩემისებო" ეგრევე რომ მომახალეთ, ხომ შეიძლება მოულოდნელი სიხარულისგან რუჯი გადამივიდეს ან წონაში მოვიმატო, - წერს ოქრუაშვილი.

ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დადანაშაულებული მაშინდელი შს მინისტრი 15 წლის შემდეგ უნდა გაასამართლონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი