ლუკა სირაძის საქმე - მტკიცებულებების მიუხედავად, მარიანა ჩოლოიანის გარდა ბრალი დაკითხვაში მონაწილე სხვა სამართალდამცავებს არ აქვთ წარდგენილი

გამოქვეყნდა:

15 წლის ლუკას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა თაროზე შემოდო. ამ დრომდე ინსპექტორს არ დაუკავებია და არც ბრალი წარუდგენია პოლიციის განყოფილების იმ მაღალჩინოსნისთვის, სადაც ლუკა ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი გახდა. 

ლუკას ძმას ეჭვი აქვს, რომ ხელისუფლება საქმის მიჩქმალვას ცდილობს და არ აპირებს დასაჯოს ის სამართალდამცველები, ვინც გამომძიებელს არასრულწლოვნებზე ზეწოლის უფლება მისცა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, უკვე ერთი თვეა, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში დევს პოლიციის განყოფილების ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ მარიანა ჩოლოიანი არასრულწლოვნების დაკითხვის დროს მარტო არ იყო. დაკითხვის დროს 15 წლის ლუკა, რომელიც პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, ცალკე ოთახში, პოლიციის უფროსის მოადგილემ რევაზ მამასახლისამა გაიყავანა, ეს პირდაპირი მტკიცებულება სახელმწიფო ინსპექტორისთვის ბრალის წარსადგენად საკმარისი საფუძველი არ აღმოჩნდა. 
პოლიციის მაღალჩინოსანს რევაზ მამასახლისს უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, ის პოლიციის შენობაში არ გამოჩენილა და კამერებს ემალება. დაკეტილია სახლი, სადაც მამასახლისი ცხოვრობს, მეზობლები ამბობენ, რომ 15 წლის ლუკას თვითმკვლელობის შემდეგ პოლიციელი არ უნახავთ. 

სახელმწიფო ინსპექტორს პოლიციის უფროსის მოადგილის წინააღმდეგ, რომელიც საქმიდან გააქრეს, მხოლოდ ვიდეო მტკიცებულებები არ აქვს, არსებობს ლუკას დედის ჩვენება, სადაც ის წერს, რომ  ბავშვზე ფსიქოლოგიურად მარიანა ჩოლოიანთან ერთად  პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე რევაზ მამასახლისი და კიდევ ერთი პირი ახდენდა.

სკოლის მოსწავლის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, პოლიციელებს ბრალი არ წაუყენეს. ციხეში მყოფ ერთადერთ ბრალდებულს მარიანა ჩოლოიანს კი იმედი აქვს, რომ მალე გაათავისუფლებენ. ადვოკატის თქმით, მათ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარეს, რომლითაც ჩოლოიანის უდანაშაულობა მტკიცდება.
იმის გათვალისწინებით,რომ სავარაუდო დამნაშავე პოლიციელები ჯერ კიდე თავისუფლები არიან, სავარაუდოა, რომ საგამოძიებო უწყებას მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი