მაჭავარიანის ქუჩაზე ფერდს ნაპრალები ისევ გაუჩნდა - თეა გოდოლაძე

გამოქვეყნდა:

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ ფერდს ნაპრალები ისევ გაუჩნდა. 

გოდოლაძე Facebook-ზე ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ნაპრალები ცენტრალურ ავტომაგისტრალთან ახლოსაა.   

მაჭავარიანის ქუჩაზე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოძრაობა 16 მარტს შეიზღუდა. ინფორმაცია და ფოტომასალა, რომ ტერიტრიაზე ნაპრალები გაჩნდა და მეწყერი დაიძრა, 18 მარტს გავრცელდა.

29 მარტს, თბილისის მერიამ ფერდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებიდან დაახლოებით 1 თვის თავზე, მერიაში განაცხადეს, რომ ტერიტორია მეწყერსაშიში აღარ იყო და საავტომობილო გზა გახსნეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი