სუს-ი ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში, ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლებასა და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურობას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

"ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირისა და ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარედ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ფიქსირდება 2013 წლიდან. მიმდინარე წლის თებერვალში ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2013 წლიდან არსებულ საოკუპაციო ღობის შიგნით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ იქნა გავლებული მავთულხლართები. საოკუპაციო რეჟიმის ყველა უკანონო აქტივობა ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

პროცესთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ აქტიურდება ცხელი ხაზი, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განხილულია IPRM-ის შეხვედრებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ხორციელდება აღნიშნული მონაკვეთის პერმანენტული მონიტორინგი", - აცხადებენ სუს-ში.

შეგახსენებთ, ტახტისძირში საოკუპაციო ძალებმა ახალი მავთულხლართები გაავლეს. შედეგად, დამატებით 20 ჰექტარი მიწა საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა.

ამავე თემაზე:

ტახტისძირში ოკუპანტები მუშაობენ - მცოცავი ოკუპაცია გრძელდება

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი