ოკუპანტები ტახტისძირთან ამ წუთებშიც არ წყვეტენ უკანონო სამუშაოებს. "მთავარის" საინფორმაციო გამოშვებაში, პირდაპირი ჩართვის დროს კარგად გამოჩნდა, როგორ გადაადგილდებიან შეიარაღებული რუსები, აკვირდებიან სიტუაციას და უთვალთვალებენ მიმდებარე ტერიტორიაზე ყველას, ვინც გადაადგილებას ახერხებს.
შეგახსენებთ, ტახტისძირში ახალი მავთულხლართები გამოჩნდა. შედეგად, დამატებით 20 ჰექტარი მიწა საოკუპაციო ხაზს იქით აღმოჩნდა. ჯერჯერობით სუს-ს კომენტარი არ გაუკეთებია.