სოფელ ტახტისძირში საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართები გააბეს. რუსმა ფორმიანებმა უკანონო ინსტალაციები იმ ადგილას აღმართეს, სადაც აქამდე მხოლოდ ე.წ. საზღვრის ნიშნულები იყო.
20 ჰექტარი მიწის ფართობი საბოლოოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივებმა როგორც სახნავ-სათესი მიწები, ასევე საძოვრები დაკარგეს. სოფელი ახლა უკვე ორ ნაწილადაა გაყოფილი.