დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 467 065 აცრაა ჩატარებული.
ამ დროისთვის 1 დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 31.2% (889 903 ადამიანი), ხოლო სრულად ვაქცინირებულია 20.2% (577 162 ადამიანი).
10 სექტემბერს 25 132 ადამიანი აიცრა.
აცრების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 533 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 57 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში 1 762 ადამიანი გამოჯანმრთელდა.