ციციშვილში 110 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს, მათ შორის 18 და 17 დღის ახალშობილები

გამოქვეყნდა:

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ამ დროისთვის 110 პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია. კლინიკაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და ექიმები მისი პარამეტრების დასტაბილურებასა და მართვითი სუნთქვის რეჟიმიდან გამოყვანას ცდილობენ. 

ექიმები საუბრობენ, რომ ბავშვთა უმრავლესობაში ინფიცირების წყარო არიან მშობლები. 

"22 პაციენტიდან ეს არის ყველაზე მძიმე. არიან კიდევ ბავშვთა ცერებრული დამბლით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. ერთი ჟანგბადდამოკიდებულია, ისიც მართვით სუნთქვაზე იყო და მოხსნილია უკვე. გვყავს ახალშობილები უკვე 18 დღის და 17 დღის. ამ წუთში 110 ბავშვია. შემოსვლა შემცირებულია,  თითქმის განახევრებულია. ავადობა არის ზოგადად ბავშვებსა და მოზარდებში დელტა შტამის ცირკულირების შედეგად გაზრდილი. ",- ამბობს მაია ჩხეიძე ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის  2 533 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 57 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში 1 762  ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი