"ყველას ეშინია, პოლიციისაც ეშინიათ..." | გავლენიანი მფარველების გამო, სამტრედიაში მკვლელობას არ იძიებენ

გამოქვეყნდა:

სავარაუდოდ გავლენიანი მფარველები არის მიზეზი, რის გამოც არ იძიებენ კიდვე ერთ დანაშაულს, რომელზეც ახლა გიამბობთ. 

საქმე ეხება გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკას - რომლის შესახებ სამტრედიაში ყველამ იცის, მაგრამ სიმართლის თქმა თავად პოლიციასაც კი ეშინია. ეშინიათ მოქალაქეებსაც, რადგან კახა კალაძის მშობლიურ ქალაქში გავლენებს ახლა სისხლიანი გარჩევებითა და ავტომობილებით ინაწილებენ.

პოლიცია მესამე თვეა უშედეგოდ ეძებს დამნაშავეებს, რომელთა ადგილსამყოფელი სულაც არაა აქაურებისთვის საიდუმლო. რასაც არ აკეთებს პოლიცია, ვაკეთებთ ჩვენ - ჟურნალისტური გამოძიების პირველი სერიის შემდეგ ახლა დიდი სიფრთხილით ადგილობრივებიც ალაპარაკდნენ. ცხადია მათი იდენტიფიცირება, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ რეპორტაჟში არ მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი