ქვეყანაში შექმნილი მძიმე კოვიდ და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე სახელმწიფომ კერძო ლაბორატორიებს სუბსიდირება შეუწყვიტა. დღეიდან სწრაფი და პსრ ტესტებიც, ყველასთვის ფასიანი გახდა.
მათ შორის იმ ადამიანებისთვის ვინც კოვიდინფიცირებულის კონტაქტია.
სწრაფი ტესტი 40 ლარი, პსრ - 100 ლარი - ასეთი ფასებია ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკის" გორის ფილიალში. იქ ამბობენ, რომ გადაწყვეტილება სწორედ სახელმწიფო სუბსიდირების შეწყვეტის შემდეგ მიიღეს.