"ასე ვამარცხებთ კოვიდ 19-ს. გვაწვიმს" - ინფექციური საავადმყოფო ვიდეომასალას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

"ასე ვამარცხებთ კოვიდ 19-ს. გვაწვიმს," - თბილისის ინფექციური საავადმყოფო ფოტო და ვიდეო მასალას აქვეყნებს. კორონავირუსით ინფიცირებულთა მთავარი სამკურნალო დაწესებულების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ადმინისტრაციულ შენობაში  არსებული მძიმე ვითარებაა ასახული. წვიმა პირდაპირ ოთახებში ჩამოდის. 

ინფექციურ საავადმყოფოში არსებული ვითარების შესახებ "მთავარი არხი" ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა. პრობლემის შესახებ საქმის კურსშია მთავრობაც. ცოტა ხნის წინ კლინიკაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი