გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმღვანელი, მარიამ გიუნაშვილი განმარტავს, რატომ გახდა PCR ტესტი ფასიანი.
გიუნაშვილის თქმით, ტესტების შემოტანაზე სახელმწიფოს მხრიდან შეფერხება იყო, რის შესახებაც "მედდიაგნოსტიკაც" და სხვა ლაბორატორიებიც გაფრთხილებული იყვნენ.
შეთანხმების თანახმად, ლაბორატორიებს ტესტირება საკუთარი რესურსებით, უფასოდ უნდა ჩაეტარებინათ, რასაც ჯანდაცვის სისტემა მოგვიანებით აანაზღაურებდა.
"სწრაფი ტესტის გაკეთება უფასოდ შეუძლია ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც აქამდე იღებდა მომსახურებას. მათ შორის მედდიაგნოსტიკაში. 3-4 დღე სახელმწიფოს მხრიდან იყო გარკვეული შეფერხება. შეფერხდა ტესტების შემიტანა, მაგრამ ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მომსახურებას ეწეოდა, ინფორმირებული იყო, რომ ეს ტესტირება კვლავ ყოფილიყო უფასო, სახელმწიფოს მხრიდან ამ თანხის ანაზღაურება მოხდებოდა",- თქვა გიუნაშვილმა "მთავართან" საუბარში
ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფომ კერძო ლაბორატორიებს სუბსიდირება შეუწყვიტა.
ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას უარყოფს.