კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვის სახელმწიფო პროტოკოლი 2021 წლის მაისის შემდეგ არ განახლებულა. ჯანდაცვის უწყებაში დოკუმენტის გადახედვაზე ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ალაპარაკდნენ, თუმცა სამინისტროს კლინიკური ჯგუფი ამ დრომდე არ მოუწვევია.
სპეციალისტები ამბობენ, რომ დოკუმენტი უკვე მოძველებულია, ვინაიდან კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვის შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება.
მათივე თქმით, პ აციენტების მართვასთან დაკავშირებით, განახლებულმა პროტოკოლმა შესაძლოა ლეტალობის მაჩვენებელი შეამციროს.
ბოლო პერიოდში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი გასულ თვეებთან შედარებით შემცირდა, თუმცა ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. დღეს, 12 სექტემბერს საქართველოში 1 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი.
ავტორი: ზურა პეტროსიანი