"მანქანაში 5 თვის ბავშვი მეჯდა, გზა გადამიჭრეს და ავარიაში მოვყევით" - მარნეულში პატრულის ეკიპაჟის დასჯას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

მარნეულის სოფელ თაზაქენში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც დაზარალებულები ყვებიან, ავარიის მიზეზი პოლიციის დაუდევრობაა.

ირკვევა, რომ პატრულის ეკიპაჟმა ავტომობილს გზა გადაუჭრა, მძღოლმა კი ამის გამო საჭე ვერ დაიმორჩილა და ღობეს შეეჯახა.

დაზარალებული მძღოლი, ელშან ალიევი ამბობს, რომ პოლიციამ შემთხვევის ადგილი ისე დატოვა, მათი მდგომარეობით არ დაინტერესებულა.

"ეს არის განუკითხაობა. ყოველთვის პოლიციის მიზეზით ხდება მსგავსი შემთხვევები. გვისაფრდებიან ყველგან. მანქანაში ჩემი და და 5 თვის ბავშვი მეჯდა, რომლებიც საავადმყოფოდან სახლში მომყავდა, ამათ კი გზა გადამიჭრეს, რის გამოც საჭე ვერ დავიმორჩილე და ავარიაში მოვყევით. შემდეგ ეს პოლიციელები ადგილიდან ისე გაიქცნენ რომ არც კი უკითხავთ, გადარჩა თუ არა ვინმე", - ამბობს ელშან ალიევი.

ალიევი იმ პოლიციელების იდენტიფიცირებასა და დასჯას ითხოვს, ვის გამოც მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი