კონტრაბანდული სიგარეტი - ხობში დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

ხობში დიდი რაოდენობით კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. 

ბესიკ კვარაცხელია, კობა ქარდავა და ნუგზარ მელია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე დააკავა

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

"მთავარის" ინფორმაციით, ერთ - ერთი დაკავებული სოხუმიდანაა და ის კონტრაბანდის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ საკითხებს ოკუპირებულ აფხაზეთში აგვარებდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებული რეგიონიდან, წალენჯიხის ტერიტორიის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი გადმოიტანეს.

1 წლის წინ, მსგავსი ბრალდებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და აპარატის თანამშრომელი დააკავეს, თუმცა მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და პატიმრობაშიც არ არიან. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი