მხოლოდ FB-ზე პოსტვა და საუბარი არაფერს შეცვლის, მიმართეთ საგამოძიებო ორგანოებს - სალაძე სუს-ის ჩანაწერებზე 

გამოქვეყნდა:

მივმართავ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქტივისტებს და სხვა ყველას, ვინც ამ ჩანაწერებში მოხვდით და ვისაც არ გინდათ ამ მარაზმში ცხოვრება  - წერს სოციალურ ქსელში იურისტი სულხან სალაძე და სუს-ის კრებსებში ფიგურანტ ყველა პირს მოუწოდებს, რომ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საგამოძიებო ორგანოებს მიმართონ. 

"მივმართავ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქტივისტებს და სხვა ყველას, ვინც ამ ჩანაწერებში მოხვდით და ვისაც არ გინდათ ამ მარაზმში ცხოვრება. გთხოვთ, სათითითაოდ მიმართეთ წერილობითი სახით საგამოძიებო ორგანოებს, გამოძიების დაწყების მოთხოვნით. დიახ, კარგად ვიცი, რომ არავინ გამოიძიებს და ისიც კარგად ვიცი, რომ გამოძიების დაწყების ვალდებულება ინფორმაციის გავრცელების მომენტიდან ისედაც არსებობობდა, მაგრამ ამ მარაზმის დასრულება თუ გვინდა ეს მოჯადოებული წრე უნდა დაირღვეს. ჯერ ქვეყნის შიდა მართლმსაჯულების ინსტიტუტების გამოყენების ცდა და მერე საერთაშორისო მექანიზმები. მხოლოდ FB-ზე პოსტვა და საუბარი არ შეცვლის არაფერს.

პ.ს. აქვე დავამატებ, არ ვიცი, ჩემს შესახებ ჩანაწერებში არის თუ არა რაიმე. თუ არის და ვინმემ თუ ნახეთ, მომაწოდეთ. მე მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით",- წერს სულხან სალაძე.

შეგახსენებთ, გუშინ ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

"მთავარმა არხმა" პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა გუშინვე დაადგინა.
ფაქტები ადასტურებს, რომ სუს-ის გასაიდუმლოებული კრებსების გავრცელების მიღმა, დიდი ალბათობით ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძე დგას. ადამიანმა, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი