პიჯაკების საქმე - ჯანაშიამ ზურაბიშვილს მიმართა, გაასაჯაროოს მიხეილ სააკაშვილის განკარგულება 

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად ე.წ. პიჯაკების საქმეზეა ბრალდებული, სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართა და სთხოვა დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული განკარგულებები, რომელიც სახელმწიფო დაცვის დაფინანსებას შეეხება.

ჯანაშიას თქმით, ამ დოკუმენტების გასაჯაროებით დამტკიცდება ის, რომ ეს საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და არანაირ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია

"ვფიქრობ, ეს არის კონკრეტული ტესტი საქართველოს პრეზიდენტებისთვის და ამ ტესტით შეგვიძლია დავადგინოთ, ეს ადამიანები მოწოდებული არიან თუ არა საქართველოში დემოკრატიის განვითარების, დამოუკიდებელი სასამართლოს აშენებისთვის, თუ არიან ხელისუფლების ნაწილი", - თქვა თემურ ჯანაშიამ.

ე.წ. პიჯაკების საქმის გამოძიება 2014 წლიდან მიმდინარეობს. სდსს-ს ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილს საბიუჯეტო რესურსის გაფლანგვას ედავებიან, რის მაგალითადაც მოყვანილია წარმომადგენლობითი ხარჯები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი