ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა თბილისის ცენტრში. ნიკოლაძის ქუჩაზე 20 წლამდე ბიჭი ჩაცხრილეს. მას 9 ტყვია აქვს მოხვედრილი და კლინიკაში კერძო ავტომობილით მიიყვანეს. მისი მდგოამრეობა მძიმეა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაჭრილი ე.წ. "კანონიერი ქურდის" შვილია.
სავარაუდო თავდამსხმელები ამ დროისთვის მიმალულები არიან, პოლიცია მათ კვალზე გასვლას ცდილობს და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.