"ცოტა უცნაური კითხვები იყო... პროკურატურა ინტერესდებოდა, რა წავიკითხეთ ფაილებში" | ნოდარ მელაძის გამოკითხვა დასრულდა

გამოქვეყნდა:

"ცოტა უცნაური კითხვები იყო... პროკურატურა ინტერესდებოდა, რა წავიკითხეთ ფაილებში" - ამის შესახებ TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა. 

ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია როდის და რა user-ით გამოიგზავნა, ამ შემთხვევაში, Facebook-გვერდიდან გამოიგზავნა ჩვენთან, ეს ინფორმაცია მივაწოდეთ საქართველოს პროკურატურას. ცოტა უცნაური კითხვები იყო ჩვენთვის იმიტომ რომ პროკურატურა ინტერესდებოდა მაგალითად იმით, რომ მოგვიყევი, იქ რაც წაიკითხეო და მე ვუთხარი, რომ არსებობს ბმული, ორი დღეა ყველასათვის ცნობილია ეს ყველაფერი და შეგეძლოთ თავად ჩამოგექაჩათ და თავად წაგეკითხათ ეს ყველაფერი-თქო, - ამბობს მელაძე.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი