
მეგის ქარდავას საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადმოცემა აღარ მოხდება. მისი ადვოკატის თქმით, საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი გაერომ საერთაშორისო პროტექციას დაუქვემდებარა და უკრაინას მისი ექსტრადირება აუკრძალა.
ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ ქარდავას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში.
ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტისა“ და თანხების გაფლანგვის საქმეები.