"მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალიდან" ცოტა ხნის წინ გაწერეს.
ქარელში, "ქართული ოცნების" შტაბში მომხდარი თავდასხმის შედეგად მან მენჯ-ბარძაყისა და ნეკნის მოტეხილობა მიიღო. დაზიანებული აქვს ხელი და აღენიშნება დაბეჟილობები.
თავდასხმის დროს მასთან ერთად იყო "მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშიაც, რომელიც პოლიციამ უკვე გამოკითხა. ყორშია ამბობს, რომ ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.
"გამოკითხვა გაგრძელდა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში. მე ცხადია, პესიმისტურად ვარ განწყობილი და არანაირ შედეგს არ ველოდები ამ გამოძიებისგან. ძალიან ბევრი მსგავსი საქმეა შემოდებული თაროზე და ბოლომდე არ არის მიყვანილი კონკრეტულად ჟურნალისტებზე ძალადობის მხრივ", - თქვა ბექა ყორშიამ.
იხილეთ ასევე: