ხაშურსა და გორში სპეოპერაციის შედეგად დაკავებული ერთ-ერთი პირი ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ მუმლაძის შვილია.
40 წლამდე ასაკის კაცი ხაშურში სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ აიყვანეს. ადგილზე სპეოპერაცია 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, გაჩხრიკეს მუმლაძის სახლიც.
ცნობისთვის, შიდა ქართლში, რამდენიმე ლოკაციაზე სპეცოპერაცია დილიდან მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით ჯამში 10-მდე პირია დაკავებული.