UNICEF ქვეყნებს მოუწოდებს, რომ სკოლები, რაც შეიძლება მალე გახსნან

გამოქვეყნდა:

გაერო-ს ბავშვთა ფონდი განათლების ორგანოებს მოუწოდებს, სკოლები რაც შეიძლება მალე გახსნან. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, მსოფლიოს 27%-ს სკოლები სრულად ან ნაწილობრივ დახურულია.

ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ პანდემიის პერიოდში მოსწავლეებისთვის მთავარ პრობლემას ინტერნეტზე ხელმისაწვდომობისა და განათლების არათანაბარი ხარისხი წარმოადგენს.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ სკოლები უნდა იყოს ბოლო, რაც დაიხურება და პირველი, რაც გაიხსნება. მათივე განცხადებით, მოსწავლეებისთვის მთავარი ინტერესი, სწავლის საკლასო ოთახებში განახლებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი