
დაკავებულია ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსი. თორნიკე იზორიას, სავარაუდოდ, გამოძიება ქალის მიმართ ძალადობას და იარაღით მუქარას ედავება. იზორიას საქმე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილა და აღკვეთი ღონისძიების სახით 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის იყო ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გარემოცვის წევრი და მასზე ანგარიშსწორება სწორედ ამ მიზნით მოხდა.
ამ დრომდე უცნობია იკავებს თუ არა საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას იზორია , მთავარი არხის კითხვებს შს სამინისტროში არ უპასუხეს.