გიორგი ახალკაცი ქარელის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი ქარელში, "ქართული ოცნების" შტაბში მომხდარზე პოლიციაში დაიბარეს, თუმცა გიორგი ახალკაცი გამოკითხვაზე არ მივიდა:

"დღეს დამიბარეს ქარელის პოლიციაში გამოკითხვაზე

მე, რეპორტიორი, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივედი მაშინ, როდესაც პოლიციას ტერიტორია უკვე ყვითელი ლენტით ჰქონდა შემოღობილი და ჩვენი გადამღები ჯგუფი კლინიკაში იყო გადაყვანილი.

რა თქმა უნდა, გამოვიყენე ჩემი უფლება და უარი განვაცხადე ამ ფარსში მონაწილეობის მიღებაზე.

მე რაც ვნახე ინციდენტიდან 30 წუთის შემდეგ, ისედაც პირდაპირ ეთერში მოვუყევი მაყურებელს და რა უნდა მეთქვა პოლიციისთვის, რაც გამოძიებას გამოადგებოდა?

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia მოძალადეები დაიბარეთ დაკითხვაზე, პირველ რიგში ქარელის მერი, რომელიც ამ ძალადობის მთავარი შემოქმედია.

პ.ს. ქარელის მარადმწვანე მერი შსს მაღალჩინოსნებთან ერთად, გუშინ, მთელი საღამო იმყოფებოდა "ოცნების" ოფისში და შეიძლება ითქვას ის ხელმძღვანელობდა საგამოძიებო მოქმედებებს. ვინ ფიქრობს რომ ეს საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული და მოძალადეები დაისჯებიან?" წერს გიორგი ახალკაცი.

"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს "ქართული ოცნების" შტაბში ქარელში გუშინ, 16 სექტემბერს თავს დაესხნენ. "მთავარი არხის" ოპერატორი შენობის მეორე სართულიდანგადმოაგდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი