
ტელეკომპანია პირველში პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. უწყების წარმომადგენლებმა უნდა დაადგინონ როგორ მოხვდა სუს-ის მიყურადების დამადასტურებელი ფაილები დამოუკიდებელი მედიის ხელში.
იმის მიუხედავად, რომ ფარული მიყურადების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რამაც სუსიდან გამოჟონა საჯარო სივრცეშია განთავსებული, პროკურატურის წარმომადგენლებმა საჭიროდ ჩათვალეს საგამოძიებო მოქმედებების კომპანიის შენობაში ჩაეტარებინათ.
ნოდარ მელაძის, "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ტელევიზიას დასამალი არაფერი აქვს და გამომძიებლებმა დღეს საკუთარი თვალით ნახეს ტელეკომპანიის ფბ გვერდსა და მეილზე მიღებული ინფორმაცია.