იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე, გადაბრუნდა. ავარიის შედეგად, 4 ადამიანია დაშავებული. 

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, საპატრულო პოლიცია და მაშველები არიან მობილიზებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276- ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი