"დაგვიანებისთვის ვიჯექი ციხეში" - მაია რჩეულიშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ 

გამოქვეყნდა:

მე ვუხდი უდიდეს ბოდიშს ყველა დაზარალებულს დაგვიანებისთვის და დაგვიანებისთვის ვიჯექი ციხეში - მაია რჩეულიშკილის პირველი კომენტარი ციხის დატოვების შემდეგ.

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელმა საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა:

"საპროცესო გაფორმდა „მიონის“ ობიექტზე. „მიონის“ ობიექტის დასამთავრებელი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. გრაფიკიც აქვთ მშენებლობის და აქედან გამომდინარე, ისინი ადევნებენ თვალყურს პროექტის დასრულებას" - ამბობს რჩეულიშვილი.

შეგახსენებთ, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. ის 2016 წელს დააკავეს. 

მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი. საქმე რამდენიმე, მათ შორის, "მაგნოლიას" ეპიზოდსაც მოიცავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი