ჩვენ ვთხოვთ საგამოძიებო უწყებებს, მათ შორის პროკურატურას, რომ ეს ფაქტები ეფექტიანად იქნას გამოძიებული - ამბობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ადვოკატების მოსმენებთან დაკავშირებით, რის შესახებაც სუს-ის კრებსებიდან ხდება ცნობილი:
"ეს არის ძალიან დიდი საფრთხისშემცველი. ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების, როგორიცაა: შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა სამართალწარმოების დროს. საფრთხისშემცველია მართლმსაჯულების სწორად განხორციელების თვალსაზრისით ეს არის დაუშვებელი. ვერ გამართლდება ვერანაირი კანონიერი ღონისძიებით, რადგან არის ერთმნიშვნელოვნად უკანონო. ჩვენ ვთხოვთ საგამოძიებო უწყებებს, მათ შორის პროკურატურას, რომ ეს ფაქტები ეფექტიანად იქნას გამოძიებული",- ამბობს დავით ასათიანი.
სუს-ის ოპერატიულ კრებსებში, რეზონანსულ საქმეზე მომუშავე ადვოკატებიც მოხვდნენ
ცნობისთვის, ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში 13 სექტემბერს გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.