საქართველოში ექიმების 58% - სრულად, 76% კი ერთჯერადად ვაქცინირებულია - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ორშაბათის მონაცემებით, ექიმების 58% - სრულად, 76% კი ერთჯერადად არის აცრილი.

"მაქვს ორშაბათის შემაჯამებელი სტატისტიკა, სადაც ექიმების სულ მცირე 76% იყო ერთჯერადად, 58% კი სრულად აცრილი. შედარებით ნაკლები, 50%-ის ფარგლებში, არიან ექთნები და კიდევ შედარებით უფრო ნაკლებია აცრების მაჩვენებელი უმცროს სამედიცინო პერსონალში, სადღაც 35%. 50%-მდეა სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, პირდაპირ გეტყვით,“- თქვა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 23.6%.

ამავე თემაზე:

56 გარდაცვლილი და 2 039 ახალი შემთხვევა - 17 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი