
ტელეკომპანია "ფორმულას" ოფისში პროკურატურა შევიდა. საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ მასალებს:
"ვინაიდან ვიყავი დავალებების უშუალო გამცემი აინტერესებდათ, რა ფორმით ხდებოდა მასალების მოპოვება, მერე როგორ იღებდნენ ჟურნალისტები ამ მასალას, მერე სად იყო განთავსებული. მისაწვდომი იყო თუ არა ეს ფაილები ყველასთვის და აქვთ თუ არა საშუალება, რომ მოვიდნენ და ნახონ. აინტერესებთ, რა ვნახეთ, რა ვიცით და რა გავშიფრეთ. მათ აინტერესებთ, ჩვენ რა ვიცით", - განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნანა ინწკირველმა.
ინწკირველი თბილისის პროკურატურაში დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა.