ადვოკატები სუს-ის მეთვალყურეობის ქვეშ - ფარული ჩანაწერებით დგინდება, რომ სპეცსამსახურები უსმენდნენ ფაქტობრივად ყველა გახმაურებული საქმის ადვოკატებს. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყვნენ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეებში ჩართული იურისტები.
"ციანიდის" საქმის ყველა ადვოკატი უწყვეტ რეჟიმში ისმინებოდა. სუს-იდან გაჟონილ მასალებში მოხვდა მათი არამხოლოდ საქმიანი, არამედ პირადი და ოჯახური საუბრებიც კი. იურისტები სპეცსამსახურის დანაშაულსა და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაზე საუბრობენ. ადვოკატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელს მოამზადებენ.