
"ტვ პირველის" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ის უწყებაში საკუთარ ადვოკატთან ერთად მივიდა.
გრიგოლიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი მთავარი მიზანია, გაარკვიოს რა უფრო აინტერესებს საგამოძიებო უწყებას ვინ ახორციელებს უკანონო თვალთვალს, თუ საიდან გაიგო ეს თავად.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა.
დოკუმენტებში პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ. სკანდალურ ფაილებში შეგროვებულია ინფორმაცია დიპლომატებზე, საელჩოს თანამშრომლებზე, სკანდალური საქმეების ადვოკატებზე, ჟურნალისტებსა და სხვა საჯარო პირებზე.
ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.