"ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს..." - Facebook-ზე ნიკა კვარაცხელიას დედის სიტყვები ვრცელდება

გამოქვეყნდა:

"მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი" - სოციალურ ქსელში ვერაზე მოკლული ახალგაზრდის, ნიკა კვარაცხელიას დედის სიტყვები გავრცელდა.

იზა ომაძის კომენტარს Facebook-ზე ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია ავრცელებს:

"მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია. უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინმაც ნიკოს მკვლელი გაზარდა" - თქვა ჩვენი გამორჩეული, მომავლის ბიჭის ნიკოს დედამ.

სრულიად საქართველო ქედს იხრის შენს წინაშე ჩემო იზა და შენდობას გთხოვთ... წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მიცვალებულთა მონათა შენთასა ნიკოსი, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი", - წერს დარეჯან კვარაცხელია.

მკვლელობა თბილისის ცენტრში გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ცნობილია, რომ ახალგაზრდას 9 ტყვია ესროლეს. კვარაცხელია საავადმყოფოში 16 სექტემბერს გარდაიცვალა

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი