ახალი ვერსია: ძმები კაკულიების კვალი კვარაცხელიას მკვლელობაში და შურისძიება მამის მკვლელობისთვის

გამოქვეყნდა:

22 წლის ნიკა კვარაცხელიას ცხედარი საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს. თავდასხმიდან 48 საათის შემდეგაც კი პირი, რომელმაც ნიკა კვარაცხელიას 9 ტყვია ესროლა, თავისუფალია.

"მთავარის" ინფორმაციით, შსს-ს დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავს, თუმცა მის კვალზე ვერ გადიან. სახელდება რამდენიმე ვერსია: არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი შურისძიებაა და ნიკა კვარაცხელიაზე თავდასხმა ძმებმა დათა და გუგა კაკულიებმა ქილერს შეუკვეთეს;

ჯერ კიდევ წლების წინ, არსებობდა, არაოფიციალური ვერსია, რომ  კაკულიების მამის მოსკოვში ხელნაკეთი ხელყუმბარით აფეთქების, უკან, ნიკა კვარაცხელიას მამა ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი გია კვარაცხელია იდგა.

მკვლელობა თბილისის ცენტრში, ნიკოლაძის ქუჩაზე  15 სექტემბერს მოხდა.  კვარაცხელია საავადმყოფოში 16 სექტემბერს,  დილით გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

"მთავარის" ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა აზერბაიჯანიდან დაუკვეთეს
 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი