როგორ დაიგეგმა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა | ძმები კაკულიების სამოქმედო გეგმის დეტალები

გამოქვეყნდა:

თბილისი, თვალსა და ხელს შუა, სიკვდილით სავსე ქალაქად იქცა. ჩვენ ძალიან ნელა, მაგრამ სტაბილურად ვიძირებით იმავე, ჭაობში, საიდანაც გვეგონა რომ დიდი ხნის წინ გამოვაღწიეთ. სულ უფრო ხშირად გვესმის სროლის ხმა, რომ ვიღაცა დაჭრეს, რომ ვიღაცა მოკლეს. მაგრამ  ნიკა კვარაცხელიას ჩაცხრილვა მაინც განსაკუთრებით ტრაგიკული აღმოჩნდა.

22 წლის ახალგაზრდამ, პატარა ასაკის მიუხედავად, ძალან ბევრი მოასწრო და ერთერთ ყველაზე იმედის მომცემ სტარტაპერად ითვლებოდა. მაგრამ, ალბათ ბედიის ირონიაა, რომ უკეთეს სამყაროზე მეოცნებე ბიჭი - წარსულის აჩრდილმა იმსხვერპლა. რატომღაც 20 წლის წინ მამების დაწყებული ომის გაგრძელება შვილებმა გადაწყვიტეს და მიზანში ამოიღეს ადამიანი, რომელსაც არც ამ კონფლიქტთან ჰქონდა შეხება, ის იმ დროს სულ 2 წლის იქნებოდა და შეხება არ ჰქონდა არც მამის კრიმინალურ მემკვიდრეობასთან.

მისთვის უცნობი მკვლელი, მისივე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი, მანქანასთან ჩაუსაფრდა და ზურგში 9 ტყვია ესროლა. ამ ისტორიას კი კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ჩახმახის მეორე მხარეს მდგარი ადამიანების ჯგუფი დიდი ხანია დაუსჯელად ჩადის მსგავს დანაშაულს და გავლენიანი მფრაველი ყოველთვის ახერხებს მიმალვას.

პოლიცია მკვლელებს ჯერ ისევ ეძებს, თუმცა უშედეგოდ. ჩვენი ინფორმაციით, სავარუდო მკვლელებმა უკვე დატოვეს საქართველო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი