მზიურის პარკი დაიტბორა - რეაბილიტაციისას პარკში სანიაღვრე თხრილების დამონტაჟება დაავიწყდათ

გამოქვეყნდა:

მზიურის პარკში, რომელიც 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, პირველად რამდენიმე დღის წინ, საზეიმოდ გახსნეს, სანიაღვრე ჭების დამონტაჟება დაავიწყდათ.

მზიურის პარკის რეაბილიტაციას, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და თბილისის მერიამ, დაახლოებით 8 მილიონი ლარი დაახარჯა.

გუშინ, წყალუხვი წვიმის შემდეგ, პარკში წყალში ჩაძირული ხეები, დატბორილი სავალი გზები და წყლით სავსე სანიაღვრე ჭების თხრილები იყო. იმ ადგილებიდან, სადაც სანიაღვრე ჭები უნდა იყოს დამონტაჟებული, წყალი პარკში მოწყობილი ფეხითსასიარულო ბილიკებზეც გადმოვიდა.  

ოპოზიცია ამბობს, რომ კომპანია "გრინ სერვისი", რომელიც მზიურის პარკის რეაბილიტაციას ახორციელებდა, დაკავშირებულია კახი კალაძესთან და ცნობილია იმით, რომ მისი განხორციელებული პროექტები წარუმატებელია. 

ნორმალურ ამინდში კარგი სკვერია, მაგრამ როგორც კი გაწვიმდა, ვნახეთ, რომ გუბეები დადგა და გადაადგილება გახდა შეუძლებელი. წყალს გასასვლელი არ აქვს და აქაურობა იტბორება. მზიურის რეაბილიტაციით დაკავებული კომპანია დაკავშირებულია კახი კალაძესთან, - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

მოსახლეობა სტიქიის დროს ერთხელ უკვე განადგურებული პარკის ხელახლა დატბორვით შეშინებულია.

"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თბილისის მერისთვის კითხვის დასმის საშუალება მერის დაცვამ არ მისცა. 

ცნობილია, რომ პარკის რეაბილიტაციის პროექტი, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს უნდა დასრულდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი