ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს. 

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა X-ზე დაწერა, რომ ადმინისტრაციამ ჰარვარდს "სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის ვიზიტორთა სერტიფიკატი" კანონის შეუსრულებლობის გამო გაუუქმა.

"ეს გაფრთხილება იყოს ქვეყნის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტისა და აკადემიური დაწესებულებისთვის," - დაწერა მან. 

ჰარვარდის უნივერსიტეტმა განცხადებაში ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯს "უკანონო უწოდა. 

"ჩვენ სრულად ვართ ვალდებულნი შევინარჩუნოთ ჰარვარდის შესაძლებლობა, უმასპინძლოს ჩვენს საერთაშორისო სტუდენტებსა და მეცნიერებს, რომლებიც 140-ზე მეტი ქვეყნიდან არიან და უსაზღვროდ ამდიდრებენ უნივერსიტეტს - და ამ ერს... 

ეს საპასუხო ქმედება სერიოზულ ზიანს აყენებს ჰარვარდის საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას და ძირს უთხრის ჰარვარდის აკადემიურ და კვლევით მისიას," - აღნიშნულია განცხადებაში. 

უნივერსიტეტის მონაცემებით, გასულ სასწავლო წელს დაწესებულებაში თითქმის 7 000 საერთაშორისო სტუდენტი ჩაირიცხა, რაც სტუდენტთა 27%-ს შეადგენს.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-მა ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუწყვიტა, რადგან უნივერსიტეტმა "კამპუსში ანტისემიტური შევიწროებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ შეძლო". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი