"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესზე არ მივა.
"ჩემი პროცესი არის 29 მაისს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში. რატომ? ხალხის პატივსაცემად. დღეს, რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ ქალებს, ბავშვებს, არ მინდა ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ადგილზე იქნება წარმომადგენელი - ადვოკატი. არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას - ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს," - განაცხადა ნიკა მელიამ "TV პირველის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობას ედავებიან