
სუსი უსმენს ადვოკატებს, ასევე, სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენლებს. როგორც "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში სუსის მოქმედმა თანამშრომელმა თქვა, ისმინებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც.
ცალკე არის ციხე. არის კიდევ სამოქალაქოზე ვინც მუშაობს, ისეთი. მნიშვნელოვანი ტიპების ადვოკატები... ცალკე დეპარტამენტია სასამართლოსი და პროკურატურის. ადვოკატების 3 სამსახურია დაახლოებით. არის ქართული ოცნების მოსმენის სამსახურიც, - ამბობს პირი, რომლის ვინაობასაც ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ.
იხილეთ ასევე:
მედია - "ჩანერგილები" | ნიკა გვარამიას ინტერვიუ სუსის მოქმედ თანამშრომელთან