ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, რაც ძალიან საგანგაშოა - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპის კლებას საგანგაშოს უწოდებს. გაბუნიას თქმით, აცრის ტემპის კლება მიუთითებს, რომ საჭიროა ვაქცინაციის პროგრამის მეტად სტიმულირება.

"ვაქცინაციის ტემპი, ბოლო დღეებში შემცირდა. გუშინ 24 საათის განმავლობაში, 7 ათასზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზულად საჭიროა ვაქცინაციის პროგრამის კიდევ მეტად სტიმულირება, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, ოჯახის ექიმების მეტად აქტიური ჩართულობით, თუ რაიმე სხვა გზით, რომ გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამაში მოცვა",-თქვა თამარ გაბუნიამ.

აგვისტოსთან შედარებით, ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. მაგალითად, თუ ზაფხულში დღის განმავლობაში საშუალოდ 20 000 აცრა კეთდებოდა, სექტემბერში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. 

NCDC-ის ცნობით, 19 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 7 720 პირი აიცრა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი