სასტიკად ნაწამები მურად წურწუმია „დამპალოს სასაფლაოზე“ დაკრძალეს - ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს

გამოქვეყნდა:

მურად წურწუმია იმავე სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც 7 დღის წინ სპეცრაზმელმა და მისმა მეგობარმა, სადისტურად აწამეს. სახლიდან დამპალოს სასაფლაომდე გზა ზუსტად იგივე მარშრუტით გაიარამაშინ მხოლოდ ძმასთან ერთად იყო, ახლა კი უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა.  ​

გლოვასთან ერთად ბრძოლის მეშვიდე დღეა წურწუმიების ოჯახისთვის. 24 წლის ბიჭის დედას ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ ავიწყდება, რომ მისი შვილის მკვლელები განსასჯელის სკამზე შეუსაბამო ბრალდებით სხედან.

შავებში ჩაცმული დედა, რომელმაც დღეს შვილი დაკრძალა, მწამებელი სპეცრაზმელის ზურა ფოფხაძის და ვახტანგ ბურძენიძის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს

24 წლის მურად წურწუმიას ბედობის ღამეს დამპალოს სასაფლაოზე ფიზიკურად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე განყოფილების უფროსი ზურაბ ფოფხაძე და მისი მეგობარი ვახტანგ ბურძენიძე გაუსწორდნენ.

დაზიანებული თვალი, მრავლობითი ჭრილობები თავის არეში და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები სხეულზე - ასეთ მდგომარეობაში მყოფი წურწუმია დამნაშავეებმა გარეთ გასაყინად დატოვეს

ახალგაზრდა ბიჭის ოჯახისთვის ყველაზე რთულია პროკურატურის ვერსიის მოსმენა,რომ ბრალდებულებს მისი მოკვლა განზრახული არ ჰქონდათ.

სადისტურად მოკლული ბიჭის ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობისა და პირისთვის მძიმე დაზიანების მიყენების მუხლებით გაასამართლებენ,  რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ორივე ბრალდებული უკვე წინასწარ პატიმრობაშია.

დანაშაულიდან ერთი კვირის შემდეგ  დაკავებული ვახტანგ ბურძენიძე სპეცრაზმელისგან განსხვავებით ბრალს არ აღიარებს. ის აცხადებს, რომ უბრალოდ უყურებდა როგორ აწამებდა მისი მეგობარი ფოფხაძე 24 წლის ბიჭს და მათ გაშველებას ცდილობდა

პროკურატურა საქმის მუხლების გადაკვალიფიცირებას არ აპირებს. სწორედ ამიტომ მესამე სექტორი  მოითხოვს, რომ  გამოძიება დამოუკიდებელმა ორგანომ გადაიბაროს. 8 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან ითხოვს რომ სადისტური მკვლელობის საქმეში ჭეშმარიტება დაადგინოს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კი, რომლის პირდაპირი ვალდებულება პოლიციელების დანაშაულის გამოძიებაა, აცხადებს, რომ საქმის კვალიფიკაციის გამო ამ კონკრეტული შემთხვევის გამოძიება მათ კომპეტენციას სცდება

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი