3-დღიანი ძებნის შემდეგ, მარნეულში დაკარგული ბიჭი მოკლული იპოვეს | დაკავებულია 3 პირი

გამოქვეყნდა:

28 წლის ჯავიდ ალიევი, რომელსაც ოჯახი 3 დღის განმავლობაში ეძებდა, მოკლული იპოვეს.

ახალგაზრდა კაცი, დმანისის სოფელ იფნარის მკვიდრია, მარნეულში კი მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობდა. დაკარგული ბიჭის ცხედარი, დღეს, 21 სექტემბერს, დილით, მარნეულში, მდინარე ალგეთის პირას იპოვეს. 

ალიევის ახლობლები ამბობენ, რომ ბიჭი მოკლულია, თუმცა რა გახდა მკვლელობის მიზეზი, მათთვის უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ სამი პირი დააკავა. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი