ქარელის კლინიკაში 49 წლის კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა | ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

49 წლის კახაბერ ელისაშვილის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. ამბობენ, რომ კაცი ქარელის "გორმედის" მედპერსონალის დაუდევრობას ემსხვერპლა.

კოვიდის დადასტურების შემდეგ კაცს ტემპერატურის მატება ჰქონდა, ის კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა და სტაციონარში 2 დღე მკურნალობდა. მოგვიანებით, 10 დღის განმავლობაში, რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

"გამწარებული დედა, რომელსაც შვილი მოუკლეს, ჯანღონით სავსე შვილი, ორი ობოლი დამიტოვეს, სკოლამდეც ვერ მიიყვანა შვილი მამამ. ეს იყო შალვა ბესტავაშვილის ბრალი, ზუსტად ვადებ ხელს... 5-მა კაცმა ვერ დავაკავეთო, ექიმი ამბობს, რომ მკრა ხელი გადამაგდოო, ბოლო 3 ნემსი დავარტყით და დავაძინეთო, ბოლომდე დამიძინეს შვილი, ვეღარ გამოვიდა მდგომარეობიდა", - ამბობს გარდაცვლილის დედა. 

გარდაცვლილის ცოლი ამბობს, რომ მისი ქმრის მდგომარეობა მძიმე არ იყო და "კატეს" უფრო ცუდი პასუხების შემთხვევაშიც პაციენტები გადარჩენილან. ოჯახი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.

საკითხს "გორმედის" ქარელის ფილიალშიც გამოეხმაურნენ - ექიმი ოჯახის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ კაცს ფილტვების 35%-მდე ჰქონდა დაზიანებული, კლინიკაში დაგვიანებით შევიდა, ასევე, ის ჭარბწონიანი იყო, რამაც მდგომარეობა დაამძიმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი