"თავდამსხმელებს არ ვიცნობთ, არ ვიცით რა უნდოდათ" | მარნეულში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გამოქვეყნდა:

28 წლის ჯავიდ ჩოვდაროვის ცხედარი, დამნისის რაოიონის სოფელ იფნარში, მის საცხოვერებელ სახლში გადაასვენეს. ბიჭს ოჯახი 3 დღის განამვლოაბში ეძებდა, დღეს დილით კი მარნეულში, მდინარე ალგეთის პირას იპოვეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ბოლოს ახალგაზრდა ბიჭი, ბაბუასთან და დედასთან ერთად მარნეულის ბაზარში იყო. ნათესავებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ. 

"ჩემი ნათესავია ჯავიდი. ჩვენ ერთად ვიყავით მარნეულის ბაზრობაში. მითხრა რომ ჯარიმა მაქვს გადასახდელი აპარატიდან გადავიხდი და მოვალ. მეც მისი კუთვნილი მიკროავტობუსში ველოდებოდი თუმცა უკან არ დაბრუნდა. დიდ ხანს ველოდეთ მერე იძულებული გავხდით დმანისში ჩამოსულვიყავით და აქაურ პოლიციისთვის შეგვატყობინებინა. მოვიდა ჩვენთან ინფორმაცია რომ იგი გაიტაცეს. 3 დღე პოლიცია ეძებდა და დღეს მარნეულში მდინარეში მოკლული იპოვეს. მკვლელები მარნეულელები არიან. არ ვიცნობთ ვინ არიან ან რა უნდოდათ ასეთ წყნარი ბიჭისგან. სხეულზე იარაღის ან ცივი იარაღის კვალი არ აქვს უბრალოდ კარგად ჩანს რომ ნაცემია და წყალში გაგუდულია", - თქვა ერთ-ერთმა ნათესავმა. 

ოჯახი ამბობს, რომ სხეულზე გარდაცვლილს მრავლობითი დაზიანებები აქვს და ეტყობა, რომ ის წყალში დაიხჩო.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით სამი პირი დააკავა.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი