17 წლის ბიჭმა მარნეულის ბაზარში კაცი დაჭრა

გამოქვეყნდა:

მარნეულის ცენტრალურ ბაზარში კაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც "მთავარი არხისთვის" ხდება ცნობილი, 17 წლის ბიჭმა ასაკოვანი გამყიდველი ცივი იარაღით დაჭრა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა სიგარეტის გამყიდველთან მივიდა და სიგარეტი სთხოვა, რა დროსაც შელაპარაკება მოხდა და კაცი დაჭრა.

ახალგაზრდა ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი